მოგესალმებით Friends.Ge - ზე!
რითი განსხვავდება ჩვენი საიტი სხვა საიტებისგან ?
ვერსიები
ჩვენი საიტი ხელმისაწვდომია როგორც , კომპიუტერული ვერსიით ასევე მობილე ვერსიითაც , ასე რომ უპრობლემოდ შეძლებთ ჩვენს საიტზე შემოსვლას როგორც კომპით , ასევე მობილურითაც .
პირადულობა
ჩვენს საიტზე დაცულია ყველა სახის ინფორმაცია , ამ საიტზე არსებული თქვენი პირადი ინფორმაცია რჩება ყველასთვის მიუწვდომელი თქვენს გარდა .
გაცნობა
ჩვენი ვებ გვერდის ერთერთი მიზანია რომ თქვენ კარგად და ხალისიანად გაატაროთ თავისუფალი დრო ჩვენს საიტზე
რეგისტრაციის შემდეგ სულ რამოდენიმე წამში გააქტიურდება თქვენი პროფილი.
19:24
(ON) თ ა ი ა
*********
ვერ გადავარჩინეთ, ჩვენი სიყვარული, ახლა ორივენი, უკვე წარსული ვართ. მე ვარ შენი ცრემლის ჩუმი სიბრალული, შენ კი ის პასუხი მე რომ აღარ მითქვამს.მხართან დაგიტოვე კოცნის ანაბეჭდი, ყელში ჩემი სუთქვის თბილი მოსასხამი. ჩემი გონებიდან შენ ვერ წაიშლები, რადგან შემქმნელი ხარ ჩემი წარმოსახვის.ბევრჯერ მოვინატრებ შენთან მშვიდ საუბარს, ცუდი რეალობის კარგი მტერი რომ ხარ. მარტო შენ გესმოდა, ამ გულს თუ რა უყვარს, მარტო შენ იცოდი როგორ ძლიერ მიყვარს.უცხო სილუეტში ძალით ჩავეფლობი, მკაცრი მეტყველებით სუსტ ხმას გადავფარავ. სხვისი გაღიმების მიზეზს დავეყრდნობი, თუ ჩემს ატირებას ხალხში ვერ დავმალავ.ვერ გადავარჩინეთ, ჩვენი სიყვარული, ახლა ორივენი, უკვე წარსული ვართ. მე ვარ შენი ცრემლის ჩუმი სიბრალული, შენ კი ის პასუხი მე რომ აღარ მითქვამს.
0 სხვა
10:50
(ON) თ ა ი ა
ნოსტალგიის ხათრით
ხომ ლამაზია შენით თქმული ეს სიყვარული.. რასაც ფერებით ვერ დავხატავ,შენ ვერ მოგიტან... მაგრამ ამ ბოლოს დაგავიწყდა,სულ-ერთი გახდა რომ უშენობით მე ეს გული უკვე მომიკვდა... მიტოვებული სულია და ... სხეულს რაუჭირს.. მიტოვებული სახლიდანაც მოჩანს ჭინკები, არ ჩანს სიცოცხლის ბედისწერას დიდი დრო ჰქონდეს, და თუ ბედია უშენოდაც კარგად ვიქნები. მეფობს სიჩუმე,ვერაგია მისი ზმანება წვიმად მოსული ლეკვია და ხანაც სასჯელი, მე აღარ მესმის,ვეღარ ვბედავ ვინმეს გაგებას და ძლიერ მიკვირს უღმერთოდ რომ დღემდე გავძელი.. დაიარება ჩემს ოთახში ჩამქრალი ლანდი და აღარ მინდა ამ გაზაფხულს ამდენი გლოვა, ვიცი შეგხვდები მე იმ ქვეყნად ასი წლის შემდეგ, მაგრამ ამ ქვეყნად, შენ არასდროს...შენ აღარ მოხვალ.. და ვხედავ ატმებს დასკდომიათ კვირტები ტანზე, და გაზაფხულის სასწაულია ამ გულის ფეთქვა, სისულელეა ჩემი წასვლა შენგან ყოველდღე სისულელეა, ყველაფერი ერთად რომ მეთქვა... ჰო და .. წამსვლელი როდის წავა,რა მნიშვნელი აქ სათქმელს იტყვის თუ დაედება მასზე ტიტრები, არ ჩანს სიცოცხლის ბედისწერას დიდი დრო ჰქონდეს და თუ ბედია,უშენოდაც კარგად ვიქნები...
0 სხვა
gushin 11:53
(ON) თ ა ი ა
უსათაურო
როცა ადამიანს რაღაც, ან ვიღაც ძვირფასი ტოვებს ქვასავით ცივდება და გამოქვაბულს ემსგავსება, პირველყოფილი ადამიანის გამოქვაბულს ამ ადამიანის გარეშე, სადაც გარკვევით თუ გაურკვევლად, მინიშნებით თუ მარტივ და გასაგებ ენაზე, ნახშირით თუ ოქროს მელნით კედელზე წერია: - მე წავედი. - ან რაღაც მსგავსი. ამგვარად მიტოვებული ადამიანები გამუდმებით ასე საუბრობენ სიყვარულზე, ალბათ ასეა რადგან ამის სწამთ, ისევე როგორც მე და არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს. რწმენა ხო ძალიან გავს ხელიდან ხელამდე გაჭიმულ რეზინას და რაც უფრო მეტად იზრდება მანძილი, მეტად წვრილდება ისიც, ბოლოს კი ერთი წამი ჭირდება, რომ გაწყდეს და მწარედ მოგხვდეს რომელიმე ხელის მტევანზე. ასე იწელება ჩემი რწმენაც, მაგრამ მისი გაწყვეტა არ ემგვანება მხოლოდ რეზინის ტკაცუნს, ამ დროს ხერხემალში ილეწება ადამიანი.
0 სხვა

ვერსია: WAP | Lite | Touch | PC